აირჩიეთ შეკვეთები, მოილაპარაკეთ ფასზე!
ღილაკზე „მოთხოვნა“ დაწკაპუნებით ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილის შესაბამისად Privacy Policy
625+ ქალაქი
მგზავრობა
მომხმარებელი
შესთავაზეთ თქვენი ფასი
ჩვენი მომსახურების გადასახადი ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენი კონკურენტების და არასდროს აღემატება 9,5%-ს.
მხოლოდ სარფიანი შეკვეთები
ჩვენი მძღოლები დამოუკიდებლად ირჩევენ შეკვეთებს, რომლებიც მოსწონთ. არ ხართ ფასით კმაყოფილი? გაგზავნეთ საკუთარი ფასი პირდაპირ აპში!
შუამავლების გარეშე
მიიღეთ თანხა კლიენტისგან უშუალოდ ტრანსპორტირების შემდეგ
დაწყება ადვილია
მიიღეთ წვდომა უშუალოდ რეგისტრაციის შემდეგ — დამღლელი ლოდინის გარეშე
1
დაადასტურეთ ტელეფონის ნომერი და შეეხეთ ღილაკს „მძღოლის რეჟიმი“ გვერდით მენიუში. დარეგისტრირდით მძღოლად
2
სასურველი მგზავრობის სანახავად გახსენით ჩანართი „საქალაქთაშორისო“ და ჩართეთ რეჟიმი „ონლაინ“
3
შეარჩიეთ მგზავრობა აყვანისა და დანიშნულების პუნქტების, მგზავრის რეიტინგისა და ფასის მიხედვით. სურვილის შემთხვევაში შესთავაზეთ თქვენი ფასი
4
მიიღეთ თანხმობა, დაუკავშირდით მგზავრს და დაიწყეთ მგზავრობების შესრულება მეტი შემოსავლის მისაღებად
კერძო მგზავრობები
ტრადიციული მოთხოვნა ერთი მგზავრისგან. ჯავშნის მთელ მანქანას, რომ უფრო კომფორტულად იმგზავროს ან პირადი სივრცე ჰქონდეს.
ერთობლივი მგზავრობა
მგზავრობა, რომელიც მგზავრების რამდენიმე მოთხოვნისგან შედგება. მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, შეკრიბონ იმდენი მგზავრი, რამდენსაც უსაფრთხოდ ჩასხამენ თავიანთ ავტომობილში. ეს ნიშნავს, რომ მგზავრების აყვანაში მეტი დრო დაიხარჯება, თუმცა მძღოლებს შეეძლებათ თითოეული მგზავრობიდან მეტი თანხის მიღება.
საქალაქთაშორისო მიწოდება
მიიტანეთ პატარა ამანათები სხვა ქალაქებში. თქვენ გაქვთ ვარიანტი, წაიღოთ ერთი ან რამდენიმე ამანათი საქალაქთაშორისო მგზავრობისას და გააერთიანოთ კიდეც მიწოდების მოთხოვნები მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანასთან.
ღილაკზე „მოთხოვნა“ დაწკაპუნებით ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილის შესაბამისად Privacy Policy
როგორ მუშაობს პრიორიტეტი?
პრიორიტეტი დამოკიდებულია მგზავრობის შემდეგ მგზავრების მიერ დატოვებულ შეფასებებზე. პრიორიტეტზე ასევე გავლენას ახდენს დასრულებული შეკვეთების რაოდენობა, თქვენი შეფასებების ხარისხი და მგზავრებისგან მიღებული საჩივრები. შეასრულეთ მეტი შეკვეთა, მიიღეთ მეტი დადებითი შეფასება და თქვენი პრიორიტეტი გაიზრდება.
ბრუნდება მომსახურების გადასახადი მგზავრობის გაუქმების შემთხვევაში?
ჩვენ ვაბრუნებთ მომსახურების გადასახადს, თუ მგზავრი გააუქმებს მგზავრობას და მაშინაც, თუ არ გამოცხადდება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეკვეთა უნდა გაუქმდეს ღილაკის „მგზავრი არ გამოცხადდა“ მეშვეობით. დასაბრუნებელი თანხა გაიცემა 30 დღეში. როგორც მგზავრების მხრიდან შეკვეთების ხშირი გაუქმება, ისე მძღოლების საჩივრები გავლენას ახდენს მგზავრის შეფასებაზე და შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშის დაბლოკვა.
როგორ შევცვალოთ პროფილის ფოტო inDriver-ში?
გაგზავნეთ მოთხოვნა ახალ ფოტოსთან ერთად support@indriver.com-ზე თქვენი პირადი ანგარიშითა და სახელით.
როგორ მოვიქცე, თუ ჩემს ნომერს შევცვლი და ანგარიშში შესვლას ვერ მოვახერხებ?
დაგვიკავშირდით support@indriver.com-ზე, აღწერეთ შეკითხვა და მიუთითეთ ანგარიშთან დაკავშირებული ძველი ნომერი.
როგორ წავშალოთ ანგარიში?
გაგზავნეთ ანგარიშის წაშლის სკანირებული განაცხადი ნებისმიერი ფორმით support@indriver.com-ზე. თუ პირად ანგარიშში გამოუყენებელი თანხები გაქვთ, დაურთეთ წერილს დარჩენილი ოდენობის დაბრუნების განაცხადი და საბანკო მონაცემები.